„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, საგამომცემლო საკითხებზე ლექცები გაიმართება

„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, საგამომცემლო საკითხებზე უცხოელი და ადგილობრივი გამომცემლების შეხვედრები გაიმართება. 3-6 მარტს, „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, საქართველოში აშშ-ის საელჩოს, საერთაშორისო ლიტერატურული შოუქეისის კოლაბორაციული ფონდისა (International Literature Showcase Collaboration Fund) და საქართველოში გოეთეს ინსტიტუტის მხარდაჭერით, საგამომცემლო საკითხებზე საუბრების სერია ჩატარდება. შეხვედრებს ჩაატარებენ PEN UK-ს, Granta-ს, Suhrkamp-ის, Scribe-ისა და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც ადგილობრივ კოლეგებს თანამედროვე საგამომცემლო ტენდენციებსა და საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ.
შეხვედრები გაიმართება 12-დან 16 საათამდე, სასტუმრო Moxy-ში. შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 23 აპრილიდან, ერთი წლის განმავლობაში, თბილისი UNESCO-ს წიგნის მსოფლიო დედაქალაქია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები