ისრაელ-საქართველოს ციფრული კულტურის სკოლა გაიხსნა

ისრაელის საელჩოს მხარდაჭერით, ინტერნეტის განვითარების ინიციატივამ – IDI (Internet Development Initiative) დააარსა ისრაელ-საქართველოს ციფრული კულტურის სკოლა, რომელიც თებერვალში პირველ ნაკადს მიიღებს.
წელს ისრაელისა და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავს აღინიშნება, სწორედ იუბილესთან დაკავშირებით მოხდა უნიკალური პროექტის განხორციელება ისრაელის საელჩოს მიერ ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად. პროექტის 3 ძირითადი მიზანია:
1. ბოლო წლებში საქართველო (სხვა მრავალი ქვეყნის მსგავსად) ბევრი კიბერ საფრთხეებისა და გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. ისრაელი ითვლება მსოფლიო ლიდერად კიბერტექნოლოგიის სფეროში და მოხარული ვართ გავუზიაროთ ჩვენი ცოდნა და გამოცდილება ქართველ პარტნიორებს;
2. ქართველი კიბერ და ციფრული ექსპერტების მომავალი თაობის აღმოჩენა, მომზადება და მხარდაჭერა, რომლებიც ადგილობრივი ეკოსისტემის განვითარებას შეუწყობენ ხელს;
3. ორივე ქვეყნის კომპანიებსა და კერძო სექტორის სუბიექტებს შორის კომერციული კავშირებისა და ტრანსაქციების შესაძლებლობების უზრუნველყოფა (B2B).
ციფრული კულტურის სკოლა პირველ ნაკადში მიიღებს შესაბამისი კრიტერიუმებით შერჩეულ ჯგუფს, 30 ახალგაზრდას 17-დან 25 წლამდე, რომლებიც გაივლიან 4 -დღიან ინტენსიურ კურსს ისრაელისა და საქართველოს წამყვანი ექსპერტების ხელმძღვანელობით. ციფრული სკოლის შესაბამისი მიმართულებებია:პერსონალური მონაცემების დაცვა; კიბერუსაფრთხოება, კიბერდანაშაულისა და კიბერსივრცის სამართლებრივი ასპექტები; ელექტრონული მმართველობა და მისი მნიშვნელობა;ჰიბრიდული გამოწვევები, დეზინფორმაცია, პროპაგანდა და ე.წ. “ყალბი ამბები”; ხელოვნური ინტელექტი და მანქანური სწავლება; ციფრული წიგნიერება და ციფრული ტრანსფორმაცია.- აღნიშნულია საქართველოში ისრაელის საელჩოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები