იტალიელების მიერ პირველად აჟღერებული ,,შენ ხარ ვენახი“ და ქართული მუსიკის უამრავი შედევრი- გულიკო ლომთათიძის ქართული საქმე იტალიაში

ვიდეობლოგის სტუმარი იტალიაში მოღვაწე ქართველი მუსიკოსი ქალბატონი გულიკო ლომთათიძეა, რომელიც ქართულ კულტურასა და ტრადიციებს წლებია აცნობს ევროპას. თუ როგორ შეაყვარა ლოტბარმა და დირიჟორმა ქართული მუსიკა იტალიელებს, როგორ შექმნა ანსამბლები და უამრავი ქართული სიმღერა მისი თაოსნობით პირველად გაჟღერდა – ამაზე ვიდეო ინტერვიუში საუბრობს.

საქართველოში, კონსერვატორიის სადირიჟორო  ფაკულტეტზე სწავლის დროს საშუალო სკოლის გუნდს დირიჟორობდა, იყო მუსიკალური კომედიის თეატრის ლოტბარი… 1994 წლიდან იტალიაში მოღვაწეობს. მისი პირველი გუნდი STELLA ALPINA იტალიაში პოპულარობით სარგებლობდა, გამორჩეული პროგრამითა და რეპერტუარით (მათში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ქართულ მუსიკას)  მალევე დაიპყრო იტალიელების გული. მოგვიანებით, ქართველი ლოტბარისა და დირიჟორის ჯგუფებმა Gruppo femminile და Sintonia Tbilisi ცნობილი იტალიელი კომპოზიტორების ყურადღება მიიქცია. გულიკო ლომთათიძე გააერთიანეს ადგილობრივ მუსიკოსთა ასოციაციაში და ვენეტოს მოქმედ დირიჟორთა სიაშიც მოხვდა.

გულიკო ლომთათიძე ასევე ბავშვთა გუნდის კონცერტმაისტერი და დირიჟორია. კერძო საგუნდო სკოლაში სოლფეჯიოს და ფორტეპიანოს ასწავლის. მისი არაერთი მოსწავლე გამხდარა წარმატებული მუსიკოსი, რითაც განსაკუთრებით ამაყობს. 2019 წელს ,,დიასპორის სახლის“ მიერ გულიკო ლომთათიძე ,,დიასპორის წარმომადგენელთა განსაკუთრებული ღვაწლის აღიარება 2019-ზე“ დაჯილდოვდა.

,,SintoniaTbilisi ქალთა გუნდია, რომლებიც უკვე 15 წელია მხოლოდ ქართულ სიმღერას ასრულებს. შერეულ გუნდთან 14 წელი ვიმუშავე, Istituto musicale di Thien-ში კი 10 წელი ვიმსახურე. ეს წლები იმაზე მიუთითებს, რომ სტაბილურად ვმოღვაწეობ ამ სფეროში. როგორც წესი, ამდენი ხანი გუნდებთან დირიჟორები ვერ ძლებენ…“- ამბობს ინტერვიუში ქართველი მუსიკოსი.  

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები