საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩში სლოვაკეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა, 18:16 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ზედიზედ მეხუთედ გავიდა.

მანამდე ჩვენმა ნაკრებმა ბელარუსის და პოლონეთის ნაკრებს სძლია და სამი გამარჯვებით, საკვალიფიკაციო ეტაპზე, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ევროპის 2022 წლის ჩემპიონატზე იასპარეზებს, რომელიც აგვისტოში, ხორვატიის ქალაქ სპლიტში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები