საერთაშორისო კონფერენცია “ქართული ენა ინტერნეტში” გაიმართება

21 თებერვალი იუნესკოს მიერ გამოცხადებულია დედაენის დღედ. სწორედ ამ დღეს ინტერნეტსაზოგადოება საქართველოს წარმომადგენლობა ევროსაბჭოს საქართველოს ოფისის ფინანსური მხარდაჭერით ატარებს საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც ქართულენოვანი ინტერნეტის პრობლემატიკას ეხება. კონფერენციის თანაორგანიზატორია სახელმწიფო ენის დეპარტამენტი.

იუნესკოს შეფასებით, მსოფლიოს დაახლოებით 6 ათასი ენიდან ნახევარს უახლოეს ხანებში გაქრობის საფრთხე ემუქრება. საქართველოში მრავალი ეთნოსი ცხოვრობს, რომელთა ნაწილისთვისაც მშობლიური ენის შენარჩუნების საკითხი დღესდღეობით განსაკუთრებით აქტუალურია. 2000 წლის თებერვლიდან მშობლიური ენის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად სხვადასხვა ღონისძიებებით მთელ მსოფლიოში აღინიშნება. ხოლო, საქართველოში ამ დღის აღნიშვნა 2005 წლიდან დაიწყო – აღნიშნულია ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები