კონკურსში “Design-A-Bag Competition” 30 საუკეთესო დიზაინს შორის „კოსმოს“ ორი მოდელი მოხვდა

კონკურსში “Design-A-Bag Competition”, სადაც მონაწილეობენ დიზაინერები მთელი მსოფლიოდან, 30 საუკეთესო დიზაინს შორის ქართული კომპანიის, „კოსმოს“ ორი მოდელი მოხვდა:

  • “ჩოხჩა”, რომელიც შთაგონებულია ქართული ტრადიციული ტანისამოსით და
  • “თანი”, რომელიც იმეორებს ძველი ქართული ანბანიდან, ასო “თ”-ს ფორმას.

“ახლა კი, გვაქვს შანსი, რომ გავიმარჯვოთ! ამისთვის საჭიროა ყველაზე მეტი Like-ი დააგროვოს ჩვენმა დიზაინმა. გახსენი ფოტო და დაალაიქე, ისტორია, რომლის ტარებაც შეგიძლია (მხოლოდ Like-ები ითვლება, სხვა რეაქციები არა). თქვენი იმედი გვაქვს.“, – ნათქვამია „კოსმოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“კოსმო” ქართული ბრენდია, რომელიც ქმნის ჩანთებს და აქსესუარებს, რომელიც შთაგონებულია ძველი ქართული ისტორიით და თანამედროვეობის შერწყმით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები