საქართველოს ნაკრებმა თელ – ავივის გრანდ სლემი 2 ოქროს მედლით დაასრულა

თელ – ავივის გრანდ სლემის შეჯიბრების ბოლო დღეს, საქართველოს ნაკრებს 2 ოქროს მედალი მოიპოვა.

ოქროს მედლისთვის ილია სულამანიძემ (-100 კგ) და გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) იჭიდავეს.

გურამ თუშიშვილმა ბრაზილიელი მეტოქე დაამარცხა და თელ – ავივის გრანდ სლემის გამარჯვებული გახდა. ასევე თელ – ავივის გრანდ სლემის გამარჯვებულია ილია სულამანიძე. 20 წლის ქართველმა ფალავანმა ფინალში ნიდერლანდელი მეტოქე დაამარცხა და კარიერის პირველი გრანდ სლემი მოიგო.

აი, რას წერს ილიას შესახებ ევროპის ძიუდოს ფედერაცია:

“მას უდიდესი პასუხისმგებლობა დაეკისრა რაც ვარლამ ლიპარტელიანის შეცვლას გულისხმობდა,  თუმცა როგორც ჩანს ეს ილიას მხოლოდ აძლიერებს. შარშან მან თელ – ავივში ბრინჯაო, ხოლო თბილისში კი ვერცხლი აიღო, ახლა კი გრანდ სლემის ოქროსაც დაეუფლა. ბოლო წლის მანძილზე, მან ახალგაზრდებში მსოფლიო, 23 წლამდელებში კი ევროპის ჩემპიონატი მოიგო, ეს 20 წლის ბიჭი უკვე დიდ ნაბიჯებს დგამს”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები