ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაზე ITB Berlin 2022 საქართველო წარდგება

საქართველო და ITB – მრავალფეროვანი თანამშრომლობა გრძელდება. 2021 წელს ონლაინ ფორმატში ჩატარებულ ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაზე ITB Berlin NOW საქართველო წარმოდგენილი იყო როგორც პარტნიორი ქვეყანა სათავგადასავლო და მდგრადი ტურიზმის მიმართულებით. 2022 წელს საქართველო წარმოდგენილია როგორც ოფიციალური კულტურული ტურიზმის დანიშნულების ქვეყანა და ფართო საზოგადოებას ქვეყნის კულტურულ საგანძურს გააცნობს.ინფორმაციას საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს. 
წლევანდელი ITB Berlin 9-დან 13 მარტამდე ისევ ონლაინ ფორმატში გაიმართება. 2023 წელს კი საქართველო ITB Berlin-ზე ოფიციალური მასპინძლის სტატუსით წარდგება. ტრადიციულად მასპინძელი ქვეყანა ITB Berlin-თან ერთად აწყობს გახსნის ღონისძიებას და მსოფლიოს მასშტაბით უდიდესი ტურიზმის ბაზრობისთვის მრავალფეროვან ღონისძიებებსა და პროგრამას ამზადებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები