ეროვნული არქივი თბილისის საარქივო ფილმების პირველ საერთაშორისო ფესტივალს გამართავს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი თბილისის საარქივო ფილმების საერთაშორისო ფესტივალს პირველად ჩაატარებს. ფესტივალი 2022 წლის 5-9 ოქტომბერს ეროვნული არქივის კინოდარბაზში გაიმართება.ინფორმაციას საქართველოს ეროვნული არქივი ავრცელებს.
ფესტივალის ფარგლებში ნაჩვენები იქნება საქართველოსა და უცხო ქვეყნების საარქივო, სამუზეუმო, საბიბლიოთეკო თუ სხვა დაწესებულებებში დაცული ყველაზე ძველი კინოდოკუმენტები – ერთი ფილმი ან ფილმების პროგრამა. ღონისძიების მონაწილეებს 15-წუთიანი პრეზენტაციების გამართვის შესაძლებლობაც მიეცემათ. აღსანიშნავია, რომ ფესტივალის თემატიკა ყოველწლიურად შეიცვლება. ფესტივალი ჩატარდება საქართველოს ეროვნული არქივის კინოდარბაზში (მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზირი 1, თბილისი, საქართველოს 0160).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები