ახალი სამეცნიერო პლატფორმა ქართველი მეცნიერებისთვის

ქართველი მეცნიერების საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე პოპულარიზაციას და მათი სამეცნიერო ნაშრომების ხილვადობის გაზრდას ემსახურება ახალი სამეცნიერო პლატფორმა, რომელიც ერასმუს + -ის მიერ დაფინანსებული პროექტის HERD – „საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამეცნიერო კვლევების განვითარების ხელშეწყობა“ ფარგლებში შეიქმნა. პორტალი საქართველოში აკადემიური დაწესებულებების საქმიანობის, ადამიანური რესურსების და ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაციას გააერთიანებს და მას რომელშიც 12 ქართული უნივერსიტეტია ჩართული, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უძღვება.

პლატფორმა დაეხმარება უნივერსიტეტებს გრანტებისა და პროექტების მენეჯმენტში, კვლევის შედეგების დისემინაციის თვლადი ინდიკატორების (პუბლიკაციები, პატენტები, კონფერენციები და ა.შ.) დამუშავებაში. შეხვედრაზე პროექტში ჩართულ თსუ მეცნიერებს, თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და რექტორის მოადგილემ ნინო ოკრიბელაშვილმა მეცნიერებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელები გადასცეს.პროექტის პრეზენტაციას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორი ჯაბა სამუშია, თსუ რექტორის მოადგილეები ნინო ოკრიბელაშვილი და ნინო გვენეტაძე, ასევე, პროექტში ჩართული მეცნიერები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები