ნიკოლოზ ბასილაშვილი და მარიამ ბოლქვაძე ტურნირებზე წარმატებულ სვლას აგრძელებენ

საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირის ნახევარფინალშია. დღეს ბასილაშვილი მსოფლიოს 61-ე ჩოგან, ფრანგ Arthur Rinderknech-ს დაუპირისპირდება, რომელთანაც დადებითი ბალანსი აქვს. ქართველი და ფრანგი ჩოგბურთელები ერთმანეთს 2021 წლის ივნისში 2021 HALLE OPEN დაუპირისპირდნენ და ბასილაშვილმა ფრანგი ჩოგბურთელი ორ სეტში დაამარცხა.

მათი თქმით, გერმანიაში მიმდინარე ტურნირზე წარმატებულ სვლას აგრძელებს მარიამ ბოლქვაძე. დღეს მარიამი მეოთხედფინალურ მატჩს გამართავს. მისი მეტოქეა გერმანელი NASTASJA Schunk-ი. ბოლქვაძე აღნიშნულ ტურნირზე წყვილთა თანრიგშიც ასპარეზობს. ბრიტანელ მეწყვილესთან ერთად,  დღეს ნახევარფინალურ მატჩს ესპანურ-ჩეხური წყვილის წინააღმდეგ გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები