ეთერ ლიპარტელიანი თელ – ავივის გრანდ სლემზე ვერცხლის მედალს დაეუფლა

17 თებერვალს, ისრაელის დედაქალაქ თელ-ავივში, ძიუდოში გრანდ სლემმა აიღო სტარტი, სადაც საქართველოს ნაკრების 15 სპორტსმენი მონაწილეობს.

თელ-ავივის გრანდ სლემზე პირველ დღეს საქართველოს ნაკრების ხუთი სპორტსმენი გამოვიდა, რომელთაგანაც ფინალურ ბლოკში მხოლოდ ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) გადავიდა. ოთხი მათგანი კი – თემურ ნოზაძე (60კგ), ირაკლი კუპატაძე (60კგ), ლაშა ნადირაძე (66კგ) და მარიამ ჯანაშვილი (52კგ) ტურნირს პირველივე შეხვედრებში გამოეთიშნენ.

ეთერ ლიპარტელიანმა ტურნირის ნახევარფინალში ფრანგ ფაიზა მოკდარს ვაზარით სძლია და სამწუხაროდ, ფინალში ფრანგ პრიშილა გნეტოსთან დამარცხდა და გრანდ სლემზე ვერცხლის მედალს დაეუფლა.

შეგახსენებთ, რომ ეთერ ლიპარტელიანმა 2021 წელს, თელ – ავივის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

შეჯიბრება სამ დღეს გასტანს და 19 თებერვალს დასრულდება. 18 თებერვალს –  -73, -81; -63, -70; ხოლო დასკვნით დღეს –  -90, -100, +100, -78, +78 წონით კატეგორიას ვიხილავთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები