ანასტასია გუბანოვამ ქალთა ინდივიდუალურ შეჯიბრში 11- ე ადგილი დაიკავა

ქართველმა მოციგურავემ ანასტასია გუბანოვამ პეკინში, ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებზე ქალთა ინდივიდუალურ შეჯიბრებაში მე-11 ადგილი დაიკავა. მან თავისუფალ პროგრამაში 135.58 ქულა დაიმსახურა, მოკლე და თავისუფალი პროგრამის ჯამში კი 200.98 ქულა აიღო. ანასტასია გუბანოვა პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მეთერთმეტე საშეჯიბრო დღეს შეუდგა ასპარეზობას.  მან მოკლე პროგრამაში მსაჯებისგან 65.40 ქულა დაიმსახურა და 30 მონაწილეს შორის მე-10 საფეხური დაიკავა, რაც უდავოდ კარგი შედეგია.

თავისუფალ პროგრამაში საასპარეზოდ საუკეთესო 24 მოციგურავეს შორის გასვლა იყო საჭირო, რაც ანასტასია გუბანოვამ შეძლო.ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებს ჩინეთის დედაქალაქი პეკინი 2022 წლის 4-20 თებერვალს მასპინძლობს, სადაც საქართველოდან სპორტის 3 სახეობაში (ფიგურული ციგურაობა, სამთო თხილამურობა, ციგაობა)  9 სპორტსმენი ასპარეზობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები