ნიუ-იორკში, გალერეა ART MORA-ში სალომე რიგვავას ნამუშევრებია წარმოდგენილი

ნიუ-იორკში, გალერეა ART MORA-ში, გამოფენაზე „შვიდი დამწყები არტისტი”, სხვა ქვეყნების მხატვრების ნამუშევრებთან ერთად, ქართველი მხატვრის სალომე რიგვავას ნამუშევრებია წარმოდგენილი. სალომეს ნამუშევრები ქალებს, სიყვარულსა და სილამაზეს ეძღვნება.

სალომე რიგვავა აფხაზეთში, ქალაქ გაგრაში 1988 წელს დაიბადა. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ფაკულტეტის მაგისტრატურის დამთავრების შემდგომ მოიპოვა DAAD-ის(გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახურის) სტიპენდია და გერმანიაში, შტუტგარტის სახელწიფო ხელოვნების აკადემიაში ორწლიანი სწავლების კურსი გაიარა.

სალომე რიგვავას ნამუშევრები დაცულია მსოფლიოს სხვადასხვა საგამოფენო სივრცეებში და კერძო კოლექციებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები