მარია კაზაკოვა-გიორგი რევიას წყვილმა ოლიმპიურ თამაშებზე 19-ე ადგილი დაიკავა

მარია კაზაკოვა/გიორგი რევიას წყვილმა პეკინში, ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალ პროგრამაში (სპორტული ცეკვები) იასპარეზა და მსაჯებისგან 97.25 ქულა დაიმსახურა. მოკლე და თავისუფალი პროგრამის ჯამში კი 164.33 ქულით მე-19 ადგილი დაიკავა.

ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებს ჩინეთის დედაქალაქი პეკინი 2022 წლის 4-20 თებერვალს მასპინძლობს, სადაც საქართველოდან სპორტის 3 სახეობაში (ფიგურული ციგურაობა, სამთო თხილამურობა, ციგაობა)  9 სპორტსმენი ასპარეზობს.

მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილი პეკინის ზამთრის XXIV ზამთრის ოლიმპიური თამაშების მერვე საშეჯიბრო დღეს  შეუდგნენ ასპარეზობას. –  რიტმულ ცეკვებში სულ 23 წყვილი წარდგა, თავისუფალ პროგრამაში ასპარეზობის უფლების მოსაპოვებლად საუკეთესო ოცეულში გასვლა იყო საჭირო. კაზაკოვა/რევიას წყვილმა ამოცანა წარმატებით შეასრულა – მსაჯებისგან 67.08 ქულა დაიმსახურა და მე-18 ადგილით 14 თებერვალს თავისუფალ პროგრამაში გამოსვლის უფლება მოიპოვა.
რამდენიმე დღით ადრე კაცთა ერთეულებში გამოსვლა მეათე შედეგით დაასრულა ქართველმა მოციგურავემ მორის ყვითელაშვილმა, გუნდურ ტურნირში კი, სადაც საქართველოს ნაკრებს დებიუტი ჰქონდა, მეექვსე ადგილი მოიპოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები