ევროპის თასზე ქართველმა სამბისტებმა 10 მედალი მოიპოვეს და გუნდური მეორე ადგილი დაიკავეს

12-13 თებერვალს, ბელორუსის დედაქალაქ მინსკში, გაიმართა ევროპის თასი სამბოში, სადაც საქართველოს სამბოს ეროვნული ნაკრები მონაწილეობდა. ქართველმა სამბისტებმა 10 მედალი მოიპოვეს და გუნდური მეორე ადგილი დაიკავეს.

ტურნირის პირველ დღეს უმაღლეს საფეხურზე მინდია ლილუაშვილი (71კგ) ავიდა, ვიცეჩემპიონები გიორგი ზაქარიაძე (+98 კგ) და ელენე ქებაძე (+80 კგ) გახდნენ. საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი, ბრინჯაოს მედალი დავით ლორიაშვილმა (+98 კგ) მოუტანა.

13 თებერვალს, ტურნირის მეორე დღეს, ქალთა შორის 80 კგ-მდე კატეგორიაში ოქროს მედალი ნინო ოძელაშვილმა მოიპოვა. 79 კგ-მდე წონით კატეგორიაში ტურნირის ჩემპიონი ბესარიონ ბერულავა გახდა.

ვერცხლის პრიზიორები გახდნენ პაატა ღვინიაშვილი (-98 კგ), ომარ ნიაზაშვილი (-79 კგ) და გიორგი ნასყიდაშვილი (-64 კგ). გიორგი კანკავამ (-79 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. დიმიტრი კობაური (-88 კგ) მე-7 ადგილხე გავიდა.

საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 10 მედლით მეორე ადგილი დაიკავა (სამი ოქროს მედალი, ხუთი ვერცხლის მედალი, 2 ბრინჯაოს მედალი).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები