ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ლევან თუთბერიძის ფილმის ჩვენება გაიმართა

13 თებერვალს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე, ევროპული კინობაზრობის ფარგლებში, გაიმართა ლევან თუთბერიძის ახალი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის ჩვენება სახელწოდებით “სამურაი დასვენების ჟამს”. ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.

ევროპულ კინობაზარზე ეროვნულ კინოცენტრი წარადგენს ოთხ ქართული სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმს: “სამურაი დასვენების ჟამს” – რეჟისორი ლევან თუთბერიძე (საქართველო) 13 თებერვალი, 12:40 საათი, Virtual Cinema; “მშვენიერი ელენე” – რეჟისორი გიორგი ოვაშვილი (საქართველო, საფრანგეთი, თურქეთი) 14 თებერვალი, 15:00 საათი, Virtual Cinema 23; “ლოტო – იგავი ზღვისპირა ქალაქზე” – რეჟისორი ზაზა ხალვაში (საქართველო, ლიეტუვა) 15 თებერვალი, 12:40 საათი, Virtual Cinema 6;“ოთარის სიკვდილი” – რეჟისორი იოსებ (სოსო) ბლიაძე (საქართველო, გერმანია, ლიეტუვა) 11 თებერვალი, 11:15 საათი, Virtual Cinema 17“

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე, ევროპული კინობაზრობის ფარგლებში, ეროვნული კინოცენტრი წელს მეჩვიდმეტედ წარადგენს საქართველოს პავილიონს, სადაც ინდუსტრიული კუთხით იმუშავებს ეროვნული კინოცენტრის გუნდი კინოცენტრის დირექტორის – გაგა ჩხეიძის ხელმძღვანელობით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები