ხელისგულზე გაშლილი სუფრა ქართული სამზარეულოს მარგალიტებით – გაიცანით ეკა კიკნაძის მინიატურული სამყარო

ეკატერინე კიკნაძე 18 წელზე მეტია მეუღლესთან ერთად, საბერძნეთში ათენში ცხოვრობს. სამხატვრო კერამიკის განხრით განათლება წლების წინ მიიღო, თუმცა 4 შვილის დედას გაუჭირდა პროფესიით სამსახური მოეძებნა და დიასახლისი გახდა. ემიგრაციაში საყვარელმა საქმემ თავი კვლავ შეახსენა და მინიატურული ნაკეთობების შექმნა დაიწყო.

ქართული სამზარეულოს მარგალიტები მის შემოქმედებით სამყაროში, არც ისე დიდი ხნის წინ გაჩნდა. რეალისტური მინიატურების შექმნა ეკატერინეს სულიერ სამყაროდ იქცა, რომლითაც სამშობლოდან შორს სულდგმულობს. ,,ამ საქმემ ემიგრაციაში გადამარჩინა“- ამბობს ის ინტერვიუში.

ეკატერინე კიკნაძის ნამუშევრებში ძირითადად ქართული თემატიკა გვხვდება. აქ რას არ შეხვდებით: ოხშივარასულ ხინკალსა და მწვადს, აჭარულ ხაჭაპურს, ჭყინტ ყველს მჭადებით, დედას პურებს პრასითა და ბოლოკით… ჰობისთვის თავისუფალ დროს იცლის, როცა რუტინული სამსახურიდან ისვენებს და განტვირთვის საშუალება აქვს. როგორც ამბობს, შექმნის პროცესი სასიამოვნო, მაგრამ შრომატევადია, რადგან ყველა დეტალს ხელით დამუშავება და ნამდვილთან მიახლოება სჭირდება. ნაკეთობებს ცივ ფაიფურში ქმნის. უფრო მეტი ნახეთ ვიდეობლოგში.

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები