“DIB სკოლის” თანამშრომლებმა და ტრენერებმა ლონდონის CIPD-ის საერთაშორისო დიპლომი მოიპოვეს

ბრიტანეთის საელჩოს ინფორმაციით, ბრიტანეთის საელჩოსა და ნატოს პროფესიული განვითარების პროგრამის (NATO PDP) მხარდაჭერით, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის – “DIB სკოლის” თანამშრომლებმა და ტრენერებმა  ლონდონის CIPD – ორგანიზაციის სწავლა-განვითარების საერთაშორისო მენეჯერის სერტიფიცირებული დიპლომი მოიპოვეს. მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, შეიქმნა პოდკასტების სერია სწავლა-განვითარების თემაზე.

ასევე, ბრიტანეთის საელჩოსა და ნატოს პროფესიული განვითარების პროგრამის (NATO PDP) მხარდაჭერით, ჩამოყალიბდა DIBS-talk ფორმატი,  მსმენელის ინსპირაციისა და მოტივაციის ასამაღლებლად, ასევე საინტერესო სათქმელის თანამედროვე ფორმით გაზიარებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები