საერთაშორისო ბლოგერების მოგზაურობა საქართველოში -„აუცილებლად შეგიყვარდებათ ეს ქვეყანა“

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით საქართველოს სამთო, სათავგადასავლო, ეკო, კულტურულ-ტურისტულ მიმართულებებისა და პროდუქტების პოპულარიზაციის მიზნით 15 ინფლუენსერსა და ბლოგერს უმასპინძლა. Facebook-ის, Instagram-ის, TikTok-ის, Youtube-ისა და სხვა სოციალური ქსელების მსოფლიოში ცნობილი ინფლუენსერები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს ეწვივნენ.10 დღის განმავლობაში, Facebook-ის, Instagram-ის და სხვა სოციალური ქსელების წამყვანი ბლოგერები ათასობით გამომწერს უზიარებდნენ ფოტოებსა და ვიდეო მასალებს საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოჩენის მიზნით.
“დავასრულე ჩემი მოგზაურობა, საუკეთესო და გასაოცარ მოგზაურობებს შორის. დიდი მთები, იდეალური თოვლის საფარი, რასაც კი ოდესმე შევხებივარ, უნიკალური ხალხი სავსე ულევი სიყვარულითა და სითბოთი, თავგადასავლებით დატვირთული მოგზაურობები და დაუვიწყარი სრიალი” – ამბობს ნორის ნიმანი, ისლანდიიდან. 
“ჩვენ საქართველოში ჩამოვედით იმისთვის, რომ მსოფლიოსთვის გაგვეცნო აქაურობა და გვეჩვენებინა ტურისტული ადგილები. თუმცა, გულწრფელად, რომ გითხრათ ამ ქვეყანას არ სჭირდება პოპულარიზაცია, ურბალოდ გაემგზავრეთ საქართველოში და აუცილებლად შეგიყვარდებათ ეს ადგილი, შესაძლოა ზედმეტადაც შეგიყვარდეთ. მეტსაც გეტყვით, შესაძლოა აქ მოგზაურობამ შეგიცვალოთ და გაგიუმჯობესოთ ზოგადი შეხედულებები მსოფლიოზე და ზოგადად ცხოვრებაზე. უბრალოდ წადით და იმოგზაურეთ საქართველოში!”
ზამთრის კამპანიას „Digital Day in the Life of Georgia-ს“ მხარს უჭერს USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და Steller-თან პარტნიორობით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები