,,საოცრებები თურმე ნამდვილად ხდება“ – ახალგაზრდა ქართველი სოპრანო მსოფლიოს წამყვანი თეატრების სცენებზე

ბოლო წლებია, მსოფლიოს წამყვანი თეატრების სცენებს იპყრობს და მისი ევროპული გამოსვლები სულ უფრო ხშირად ექცევა მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში. ვიდეობლოგის სტუმარი ბოლო დროის ერთ-ერთი წარმატებული ქართველი სოპრანო სალომე ჯიქიაა. ახალი თაობის საოპერო მომღერლებს შორის, ის გამორჩეულია.

თბილისის ოპერის თეატრის სოლისტის სახელი და გვარი ოპერის მოყვარულთათვის ცნობილი უფრო მეტად  უცხოეთში ჩატარებული კონცერტებით, ფესტივალებითა და მიღწევებით გახდა. სალომე მსოფლიო ვარსკვლავების გვერდით არაერთხელ მდგარა და მათთვის ღირსეული პარტიონორობა გაუწევია (განსაკუთრებული რეზონანსი გამოიწვია მისმა გამოსვლებმა ცნობილ ტენორ ხოსე კარერასთან ერთად. მათი ერთობლივი გამოსვლა პირველად „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში, ქუთაისში შედგა. ესპანელმა ტენორმა ქართველი მომღერალი შემდეგ, გამოსამშვიდობებელ მსოფლიო ტურნეშიც მიიწვია). 2019 წელს სალომე ცნობილმა კინორეჟისორმა მარტინ სკორსეზემაც კი გადაიღო თავის ფილმში (The Oratorio).

მომღერალი უცხოეთში საკონცერტო პროგრამებით მოგზაურობას კვლავაც წარმატებით აგრძელებს. გაწერილია მისი გეგმები და არაერთ დებიუტს შეასრულებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

,,ცხოვრებაში საოცრებები თურმე ნამდვილად ხდება“ -ამბობს ინტერვიუში ქართველი სოპრანო. ნახეთ მისი წარმატების ისტორია ვიდეობლოგში.

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები