ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღე და ქართველი მოსწავლეების პრეზენტაცია

27 იანვარი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღეა. 1945 წლის 27 იანვარს საბჭოთა ძალებმა აუშვიც – ბირკენაუს საკონცენტრაციო ბანაკი გაათავისუფლეს და ევროპაში უდიდესი ნაცისტური სასაკლაო აღმოაჩინეს. აუშვიცი ადამიანის მიერ ჩადენილი უდიდესი სისასტიკისა და ჰოლოკოსტის სიმბოლოდ იქცა. 2005 წლის ნოემბერში გაერომ შეიმუშავა რეზოლუცია, რომლის თანახმადაც 27 იანვარი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღედ გამოცხადდა.
ისრაელის ელჩი საქართველოში რან გიდორი დაესწრო  საქართველოს განათლების ეროვნული ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას.
“მოსწავლეებმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან და მუნიციპალიტეტებიდან (მათ შორის თბილისის ებრაული სკოლიდან) დღევანდელი დღის ტრაგიკულ თემაზე მოამზადეს შთამაგონებელი პრეზენტაცია ჰოლოკოსტის თემაზე და ქართველთა და ებრაელთა თანაცხოვრებაზე. ამასთან, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტურმა თვითმმართველობამ ჩაატარა კონკურსი, რომლის ფარგლებშიც აკადემიის სტუდენტებმა შექმნეს შთამბეჭდავი ნახატები ამავე თემაზე. დღევანდელმა ღონისძიებამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ჰოლოკოსტი იყო ყველაზე საშინელი ტრაგედია ებრაელთა ისტორიაში, მაგრამ ამ საზარელი მოვლენებიდან მიღებული გაკვეთილები – უნივერსალურია” – აღნიშნავს ელჩი რან გიდორი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები