,,როგორ გითხრათ, საქართველო ემიგრანტებს უფრო მეტად გვიყვარსთქო, მაგრამ სიშორე სიყვარულს და მონატრებას გვიათმაგებს“

ანა ლილუაშვილი საბერძნეთში, ათენში მცხოვრები ქართველი ემიგრანტია. პროფესიით მათემატიკოსია, საქართველოში ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, სასულიერო სასწავლებელიც დაასრულა, შემდეგ კი წასვლა ემიგრაციაში მოუხდა და მას შემდეგ ცხოვრობს საბერძნეთის დედაქალაქში.

ემიგრაციაში პროფესიით არასდროს უმუშავია, თუმცა ჰობისთვის ყოველთვის ჰქონდა დრო, არ შეუწყვეტია წერა. ბავშვობიდან წერს ლექსებს. ასევე გატაცებულია ხელსაქმით, ქარგავს და ქსოვს. ცოტა ხნის წინ, მწერალთა კავშირის წევრი გახდა. სამომავლოდ წიგნის გამოცემასაც აპირებს.

,,როგორ გითხრათ ქვეყნიდან წასულებს საქართველო თქვენზე მეტად გვიყვარსთქო, მაგრამ სიშორეში სიყვარულს და მონატრებას მძაფრად აღვიქვამთ. მე ლექსით გადმოვცემ ჩემს სათქმელს და ნოსტალგიას…“ -ამბობს ინტერვიუში ანა ლილუაშვილი.

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები