ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი სპორტსმენები 3 სახეობაში იასპარეზებენ

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინფორმაციით, ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებს ჩინეთის დედაქალაქი პეკინი 2022 წლის 4-20 თებერვალს უმასპინძლებს, სადაც საქართველოდან სპორტის 3 სახეობაში (ფიგურული ციგურაობა, სამთო თხილამურობა, ციგაობა) 9 სპორტსმენი იასპარეზებს.

მათი თქმით, პეკინში ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას უხელმძღვანელებს სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი. ოლიმპიურ სოფელში მისიის ხელმძღვანელი იქნება სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი.

„ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშეები იქნებიან მოთხილამურე ნინო წიკლაური და მოციგურავე მორის ყვითელაშვილი.

2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მფლობელი სპორტსმენები არიან:

  1. მორის ყვითელაშვილი – ფიგურული ციგურაობა, ერთეულთა სრიალი (კაცები).
  2. ანასტასია გუბანოვა – ფიგურული ციგურაობა, ერთეულთა სრიალი (ქალები).
  3. მარია კაზაკოვა/გიორგი რევია – ფიგურული ციგურაობა, ყინულზე ცეკვა (შერეული წყვილები).
  4. კარინა საფინა/ლუკა ბერულავა – ფიგურული ციგურაობა, სპორტული სრიალი (შერეული წყვილები).
  5. ნინო წიკლაური – სამთო თხილამურობა.
  6. სოსო ჯაფარიძე – სამთო თხილამურობა.
  7. საბა ქუმარიტაშვილი – ციგაობა“, – ნათქვამია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები