ნინო ხარატიშვილის წიგნი “ბერლინალეს” 10 რჩეულ წიგნს შორის მოხვდა

ნინო ხარატიშვილის ახალი წიგნი „DAS MANGELNDE LICHT“ რომელსაც ქართულ ენაზე მაია ფანჯიკიძე თარგმნის და „ინტელექტი“ გამოსცემს, „ბერლინალემ“ ფილმისა თუ სერიალის სცენარად ადაპტირებისთვის საუკეთესო 10 წიგნს შორის შეიყვანა, საქართველოში კი, გამომცემლობა „ინტელექტი“ ნინო ხარატიშვილის კიდევ ერთ ახალ რომანს – „Die Katze und der General“ გამოსცემს, რომელსაც ნათია მიქელაძე-ბახსოლიანი თარგმნის.
შეგახსენებთ,რომ ნინო ხარატიშვილის ახალი რომანის “The Lack of Light“ საავტორო უფლებები წიგნის გამოცემამდე ცნობილმა ამერიკულმა გამომცემლობა „ჰარპერ კოლინსმა“ შეიძინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები