ლოზანაში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა

ლოზანაში ქართული ღვინის პრეზენტაცია და კომპანია TSV Estate Winery-ის ღვინოების დეგუსტაცია გაიმართა.ქართული ღვინის საღამოს მასპინძელი გახლდათ ლოზანის სტუმარ-მასპინძლობის უნივერსიტეტი (Ecole hôtelière de Lausanne). საღამო გახსნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა შვეიცარიის კონფედერაციაში რევაზ ლომინაძემ.
პრეზენტაციას უძღვებოდა კომპანიის TSV Estate Winery ხელმძღვანელი თიკა სვანიძე ვენკო. მან ისაუბრა საქართველოს როლზე მსოფლიო მეღვინეობის განვითარებაში, ასევე მევენახეობა-მეღვინეობის 8000 წლიან უწყვეტ ისტორიასა და ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციებზე, მათ შორის, ქვევრის ღვინის უნიკალურობაზე.
ქართული ღვინოებისა და ჭაჭის დეგუსტაცია გაიმართა უნივერსიტეტის ბაზაზე არსებულ სადეგუსტაციო კაბინეტში. დეგუსტაციას უძღვებოდა სომელიე ზაზა გრიგალაშვილი. მან ისაუბრა ქართული ვაზის ჯიშების მრავაფეროვნებასა და ღვინის წარმოების უნიკალურ მეთოდებზე.
ქართული ღვინის საღამოს ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე მიღწეულ იქნა შეთანხმება,რომ სემესტრში ერთხელ გაიმართოს ქართული კულტურისა და ტურიზმის პოპულარიზაციის ღონისძიებები, რომელთა ხელშემწყობი და ერთ-ერთი ორგანიზატორი იქნება საქართველოს საელჩო შვეიცარიის კონფედერაციაში.გამოითქვა სტუდენტების დაინტერესება სასწავლო სემესტრი და სტაჟირება გაიარონ საქართველოში, როგორც ტურიზმის მზარდ ქვეყანაში.ღონისძიებას ესწრებოდნენ ლოზანის სტუმარ-მასპინძლობის უნივერსიტეტის ხელმძღვანელები, სტუდენტები, სომელიეები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები