მედიასაშუალებების წარმომადგენლისათვის სვანეთში პრეს-ტური გამართა

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სხვადასხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლისათვის სვანეთში პრეს-ტური გამართა.

„ტურის ფარგლებში ჟურნალისტებმა, ფოტოგრაფებმა და ოპერატორებმა ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტი დაათვალიერეს და შემდეგ თვითმფრინავით მესტიაში გაემგზავრნენ“, – ნათქვამია ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მესტიაში მედიის წარმომადგენლები სამთო გიდების ოფისს ეწვივნენ. საერთაშორისო სტატუსის მქონე გიდები ტურისტებს მთელი წლის განმავლობაში ემსახურებიან.

ტურის მონაწილეები კურორტ ჰაწვალზე 2348 მეტრიდან პარაპლანით დაეშვნენ და სვანეთის ულამაზესი პეიზაჟები გადაიღეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები