„სურათების, სოციალური ქსელებისა და ტექსტების ანალიზი“ – თსუ – ში საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მე-10 საერთაშორისო კონფერენციას „სურათების, სოციალური ქსელებისა და ტექსტების ანალიზი“ (AIST – Analysis of Images, Social Networks and Texts) უმასპინძლა.ღონისძიება აერთიანებს მკვლევრებს, აკადემიკოსებსა და პრაქტიკოსებს.

მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს იდეები მონაცემთა მეცნიერების უახლესი ტექნიკების შესახებ, ასევე, განიხილეს მონაცემთა ანალიზთან დაკავშირებული საკითხების თეორიული და პრაქტიკული ასპექტები.ღონისძიების პარტნიორია პროგრამული უზრუნველყოფის საერთაშორისო კომპანია Exactpro, რომლის საქმიანობის მთავარი პროფილი არის მსოფლიოს მასშტაბით ფინანსურ ბაზარზე არსებული პროგრამული უზრუნველყოფების ტესტირება.

წელს, კონფერენცია ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდა და ის რეალურ სივრცეში, თბილისის სახელმწიფო უნივერიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართა. ღონისძიების ონლაინ ნაწილი კი სკოლკოვოს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტის მხარდაჭერით წარიმართა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები