თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურიმ გამარჯვებულები გამოავლინა

თბილისის 22-ე საერთაშორისო კინოფესტივალის დახურვის ცერემონიაზე საერთაშორისო ჟიურიმ გამარჯვებულები გამოავლინა. „ოქროს პრომეთე“ გადაეცათ: საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „ოთარის სიკვდილი“ / რეჟისორი: სოსო ბლიაძე; საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი – “ტვირთი“ / რეჟისორი: მირანდა ნამიჭეიშვილი;საუკეთესო დოკუმენტური ფილმები: “მოთვინიერება“ – რეჟისორი: სალომე ჯაში; „დიდება დედოფალს“ – რეჟისორები: თათია სხირტლაძე, ანა ხაზარაძე

ჟიურის სპეციალური პრიზი – “განსაკუთრებული აღნიშვნა” გადაეცათ:სამსახიობო გუნდი – „პაპანაქება“ / რეჟისორი: თორნიკე გოგრიჭიანი;განათება და კამერა – „სასტუმრო მირაჟი“ / რეჟისორი: გურამ ბაქრაძე;ლევან თედიაშვილი, მსახიობი – „მეოთხე ბრაიტონი“ / რეჟისორი:ლევან კოღუაშვილი;მარინე ყუბანეიშვილი , მსახიობი – „რატომ ვართ ერთად“ / რეჟისორი: ილო ღლონტი; „სველი ქვიშა“ / რეჟისორი: ელენე ნავერიანი

საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იყო 9 დოკუმენტური, 9 სრულმეტრაჟიანი მხატვრული და 18 მოკლემეტრაჟიანი ქართული ფილმი. საერთაშორისო ჟიურის წევრები იყვნენ: ფრანგი პროდიუსერი იაელ ფოჟი, კიევის საერთაშორისო კინოფესტივალ „მოლოდისტის“ დირექტორი ანდრეი ხალპახჩი და კინოკრიტიკოსი კრისტიან ფეიგელსონი.

საფესტივალო კინოჩვენებები 12 დეკემბერს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები