მორის ყვითელაშვილი გრან-პრის ეტაპის გამარჯვებულია

სოჭში გამართულ გრან პრის მეექვსე ეტაპზე მამაკაცებს  შორის მედლების პირველი კომპლექტი გათამაშდა. საკმაოდ  მაღალი კონკურენციის პირობებში, დაძაბული ორდღიანი  ასპარეზობის  შემდეგ, ორი პროგრამის  ჯამში, 266.33  ქულით სოჭის ეტაპის  გამარჯვებული და ოქროს მედლის მფლობელი  ქართველი მოციგურავე მორის  ყვითელაშვილი გახდა. საქართველოს ფიგურული ციგურაობის ისტორიაში პირველი შემთხვევაა ამ რანგის  ტურნირზე მოპოვებული ოქროს  მედალი, რომელშიც მონაწილეობდა 8 ქვეყნის რეიტინგული 12 მონაწილე.

სოჭის გრან-პრის ვერცხლის მედალი რუსეთის წარმომადგენელს მიხაილ კოლიადას(264,64) ხვდაწ ილად, ხოლო მესამე ადგილზე იაპონელი კაძუკი ტომონო (264,19) გავიდა.

მომავალ წელს, პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, მორის ყვითელაშვილი საქართველოს წარადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები