ათენში ქართული დიასპორის დღეები გაიმართა

საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა, „ქართული დიასპორის დღეები ათენში“ ნოემბრის ბოლოს გაიმართა,  პროექტის ორგანიზატორი გახლდათ  ნიდერლანდების სამეფოს ქართული კულტურის ცენტრი, Georgische Cultuur In Nederland  პროექტის გენერალურ პარტნიორობი კი ათენის კულტურის ცენტრი „კავკასია“ და ფონდი „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“.

პროექტი განხორციელდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის პროგრამის“ მხარდაჭერითა და პარტნიორი ორგანიზაციების ფინანსური კონტრიბუციით.კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ათენში გაიმართა :

ემიგრაციასა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველი მოზარდების მიერ შექმნილი კალიგრაფიული ნამუშევრების გამოფენა საქართველოს საელჩოში; „ქართული კულტურა და ევროპული ღირებულებები“ – ათენის ქართული ინსტიტუტის პრეზიდენტის ავთანდილ მიქაბერიძის და ელინისტის, თათია მთვარელიძის ლექცია-სემინარი; ქართული ცეკვისა და სიმღერის მასტერკლასები; ათენის ღირშესანიშნაობების მიმოხილვითი ექსკურსიები; კალიგრაფის, ლეილა ბაღბაიას კალიგრაფიული მასტერკლასი, მონაწილეთა დაჯილდოების ცერემონია და კონცერტი. აღსანიშნავია, რომ კულტურულ საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში ფონდის უფლებამოსილი წარმომადგენლები შეხვდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსს , ქალბატონ მაია შუხოშვილს.

საერთაშორისო პროექტში მონაწილეობა მიიღეს დიასპორული ორგანიზაციისა და დიასპორის წარმომადგენლებმა ირლანდიიდან, საბერძნეთიდან, იტალიიდან ჰოლანდიიდან და გერმანიიდან.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები