საერთაშორისო კინოფესტივალ “ფოთოლცვენას” ქართველი კინემატოგრაფისტები ესწრებიან
მინსკში, საერთაშორისო კინოფესტივალ “ფოთოლცვენას” ქართველი კინემატოგრაფისტები ესწრებიან.
კინოფესტივალის პროგრამაშია გიორგი ხარებავასა და ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილის დოკუმენტური ფილმები;
ახალგაზრდული კინოს ჟიურის წევრია ხათუნა ხუნდაძე;
„მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში, სადაც სხვადასხვა ქვეყნის კინოსტუდიებია წარმოდგენილი, მონაწილეობს კინოსტუდია “ქართული ფილმი”;
ფესტივალის სტუმრები ნახავენ რესტავრირებულ ქართული მხატვრულ და ანიმაციურ ფილმებს, რომლებიც კინოსტუდია “ქართული ფილმის” ბაზაზე აღდგა“, – ნათქვამია ეროვნული კინოცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.