რუსუდან პირველის ფილმის პროექტი სალონიკის საერთაშორისო ფესტივალზე დაჯილდოვდა

რუსუდან პირველის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პროექტი “სამ ნახტომში”  სალონიკის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში გამართულ აგორას პროფესიულ შეხვედრებზე დაჯილდოვდა. ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.

რუსუდან პირველმა დამთავრა თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის იაპონური ენის ფაკულტეტი 1997 წელს; საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი 1998 წელს..დამდგმელი რეჟისორია ფილმებისა: “მეზობლები” (2001), “ფანჯარა” (2005), “სუსა” (2010); სცენარის ავტორია ფილმების: “მეზობლები” (2001), “ფანჯარა” (2005); პროდიუსერია ფილმების: “ფანჯარა” (2005), “სუსა” (2010); დამდგმელი ოპერატორია ფილმის: “მეზობლები” (2001); დამდგმელი მხატვარია ფილმის: “მეზობლები” (2001); მემონტაჟეა ფილმების: “ფანჯარა” (2005), “ორი მუსიკოსი” (2006), “სუსა” (2010). „სუსა“ – საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა და საერთაშორისო ფესტივალებზე 10-მდე პრიზი მოიპოვა, მათ შორის თბილისის მეთერთმეტე საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზი “ოქროს პრომეთე“.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები