ქართველი ხალხის საგანძურის მშვენება

ნამდვილი სამეფო საგანძური. საქართველოს დედოფლის დარეჯან დადიანის საყურე. შუაში ჩასმულია ვარდისფერი ალმასი. ყუნწზე მოთავსებულია მკრთალი ლალი, სამკაულის ყველაზე დიდი მშვენება კი 8 კარატიანი ინდური ზურმუხტებია. სავარაუდოდ ისინი მეფე ერეკლეს ინდოეთში ლაშქრობის შემდეგ უნდა ჩამოეტანა. ყოველ შემთხვევაში, ასეთ ზურმუხტებს ახლაც ნახავთ  ინდოეთის სამეფო საგანძურში, მათ შორის მანდის რაჯების მე-16 საუკუნის სამკაულის კოლექციაში.

ეს უძვირფასესი ხელოვნების ნიმუში 2 წლის წინ უცხოეთში გაყიდვის რეალური საშიშროების წინაშე იდგა, ძალიან არ გვეთმობოდა ამ საგანძურის საქართველოდან გაშვება… ბევრი ვეცადეთ, მაგრამ რომ არა ექიმ ზაზა ჭანტურაიას თანადგომა მას ვერ შევინარჩუნებდით,

დღეს საქართველოს დედოფლის უნიკალური ნივთი ხელოვნების სასახლის და აქედან გამომდინარე ქართველი ხალხის საგანძურის მშვენებაა.

წყარო: გიორგი კალანდია

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები