დემნა გვასალია CFDA Awards-ის გამარჯვებულია

ნიუ-იორკში, CFDA-ის 2021 წლის დაჯილდოებაზე, “ქალის სამოსში წლის საერთაშორისო დიზაინერის” კატეგორიაში დემნა გვასალია წლის საერთაშორისო დიზაინერად დაასახელეს.

ამერიკაში მოდის ყველაზე პრესტიჟული დაჯილდოება ტრადიციულად ნიუ-იორკში გაიმართა. ბალენსიაგას ქართველი კრეატიული დირექტორის კონკურენტები იყვნენ: დანიელ ლი – Bottega Veneta, რაფ სიმონსი და მიუჩია პრადა – Prada, პიერპაოლო პიჩოლი – Valentino და სიმონ პორტ ჟაკქმუსი – JACQUEMUS, თუმცა CFDA-ის საბჭომ ხმათა უმრავლესობით გამარჯვებულად გვასალია დაასახელა.

დემნამ აღნიშნული ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები