,,…არ დაეკარგოთ ჩვენს ბავშვებს იდენტობა და შევუნარჩუნოთ ისინი სამშობლოს – ამ იმედით ვცოცხლობთ და ვარსებობთ“ 

ვიდეობლოგის სტუმარი აშშ-ში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი რუსუდან ღავთაძე-გალდავაა. ის მრავალი წელია პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა და ამერიკაშიც მომავალი თაობის აღზრდასა და განათლებაზე ზრუნავს.

რუსუდან ღავთაძე-გალდავა მასწავლებელთა საერთაშორისო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, ასევე კულტურის ცენტრ ,,ფესვების“ საკვირაო სკოლის ხელმძღვანელი და ბრუკლინის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის პედაგოგია. ამერიკაში ოჯახთან ერთად, 2007 წლიდან ცხოვრობს.

,,ამერიკაში ჩამოსვლის შემდეგ, მახსოვს პირველ გაკვეთილზე რომ შევედი, თავიდან ჩემი გრძნობა და რეაქცია იყო შიში… გიყურებს ბავშვი, რომლისთვისაც თითქოს უცხო ხარ და ამ დროს, მან უნდა იგრძნოს შენგან სითბო, ირწმუნოს შენი და მიხვდეს რა არის მშობლიური ენა მისთვის. დღეს ამ იმედით ვცოცხლობთ და ვარსებობთ, რომ ჩვენს ბავშვებს არ დაეკარგოთ იდენტობა, შევუნარჩუნოთ ისინი ჩვენს ქვეყანას, იცოდნენ რა არის სამშობლო, ქართული კულტურის მადლი და დაინახოს მსოფლიომ, ვინ ვართ. ამისთვის რაც შეგვიძლია ყველაფერს ვაკეთებთ,“- ამბობს ინტერვიუში ქალბატონი რუსუდანი.

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები