საქართველოს სტენდი სახალხო დიპლომატიის კვირეულზე მოეწყო

29-30 ოქტომბერს, სამხრეთ კორეაში, სეულის  ცნობილ მულტიფუნქციურ ცენტრში „Dongdaemun Design Plaza“ სახალხო დიპლომატიის მე-4 კვირეული  იმართება.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო საქართველოს სტენდი, რომელზეც წარმოდგენილია ქართული კულტურის და ისტორიის ამსახველი საინფორმაციო მასალა, ტრადიციული ხელნაკეთი ნივთები, ქართული ღვინო და ეროვნული წარმოების სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქცია.

კვირეულისთვის მომზადდა საქართველოს ელჩის, ოთარ ბერძენიშვილის ვიდეო მიმართვა, რომელშიც ყურადღება გამახვილდა სახალხო დიპლომატიის მნიშვნელობასა და მის როლზე ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხში.

გამოფენა მიმდინარე წელს ფიზიკური დასწრებით გაიმართა და ასევე ონლაინ რეჟიმში გადაიცემოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები