ეთერ ლიპარტელიანმა პარიზის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

16-17 ოქტომბერს, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, ძიუდოს საერთაშორისო ტურნირი, პარიზის გრანდ სლემი მიმდინარეობს.  16 ოქტომბერს 57 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების სახელით –ეთერ ლიპარტელიანმა იასპარეზა.

სპორტსმენმა გრანდ სლემზე პირველი ბრძოლა მავრიტანიელ კრისტიან ლეგენტილს სუფთა გდებით მოუგო, ხოლო შემდეგ, მეორე წრეში ახალგაზრდა ფრანგ ძიუდოისტთან ფაიზა მოკდართან დამარცხდა.ლიპარტელიანმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა რეპეშაჟიდან გააგრძელა, სადაც ფრანგი სპორტსმენი პრისცილა გნეტო  დაამარცხა და ფინალურ ბლოკში გადაინაცვლა. მესამე ადგილისათვის ბრძოლაში კი ლიპარტელიანის მეტოქე- სლოვენიელი კაია კაიზერი საბრძოლო არენაზე ტრავმის გამო არ გამოცხადდა და ქართველ სპორტსენს ბრინჯაოს მედალი გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები