იტალიის საელჩო ახალ პროექტს წარმოადგენს

თბილისში იტალიის საელჩო, საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებთან და ევროკავშირის წევრი ქვეყნების კულტურის ინსტიტუტებთან (EUNIC) ერთად, ახალ პროექტს წარმოგიდგენთ, რომლის ფარგლებში გამორჩეულ იტალიურ სამზარეულოს და მისი მეშვეობით იტალიურ ენასა და კულტურას გაგაცნობთ.

„ენების ევროპულ დღესთან (EDL) დაკავშირებით, იტალიის ელჩის მოადგილე ნიკოლა იორიომ, იტალიელ შეფ-მზარეულ ენცო ნერისთან ერთად, მონაწილეობა მიიღო კულინარიულ შოუში და მაყურებელს უამბო საქართველოში იტალიური ენის პოპულარიზაციაში საელჩოს ძალისხმევასა და იტალიურ ენაზე, რომელიც ხელოვნების, კულტურის, მუსიკისა და, ასევე, კარგი სამზარეულოს ენაცაა. შეფ-მზარეულმა ენცომ ტალიატელე სოკოთი (tagliatelle ai funghi) მოამზადა – უგემრიელესი კერძი, რომლის საოცარი სისადავით გამორჩეული რეცეპტი თავს უყრის ტრადიციულ იტალიურ ინგრედიენტებს (ზეითუნის ზეთიდან პარმეზანამდე), შედეგად კი, შემოდგომისთვის დამახასიათებელი გემოების ჰარმონიული ნაზავი იქმნება (მსურველებს შეუძლიათ ეს უგემრიელესი პასტა ამ რეცეპტის მიხედვით სახლში მოამზადონ).

თვალყური ადევნეთ ჩვენს სოც. ქსელებს, არ გამოტოვოთ კულინარიული შოუ, რომელსაც მალე წარმოგიდგენთ!“ – ნათქვამია საქართველოში იტალიის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები