კარავიტას ორატორიუმში ლაურა გოგიაშვილის პოლიფონიური გუნდის მონაწილეობით საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა

კარავიტას ორატორიუმში, იტალიაში მოღვაწე მუსიკოსის, ცნობილი ორგანისტის და მგალობელის ლაურა გოგიაშვილის პოლიფონიური გუნდის „Coro Polifonico Musica Creator“ მონაწილეობით საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა, რომელიც  იტალიელი ხალხისადმი   მადლობის გადახდის ერთგვარი ჟესტი გახლდათ.

„წლების გამავლობაში მრავალი ქართველი ემიგრანტის გულთბილად მიღებისა და ხელის გამართვის გამო. კონცერტს იტალიელ სტუმრებთან ერთად, ქართველი ემიგრანტებიც ესწრებოდნენ, რომელთაც წმინდა საყდართან საქართველოს ელჩმა, ქალბატონმა ქეთევან ბაგრატიონ მუხრან-ბატონმა სიტყვით მიმართა. მის გამოსვლაში ელჩმა ხაზი გაუსვა, თუ რამდენად ძნელია ყველა ადამიანისთვის ემიგრაციაში ცხოვრება და რამდენად მნიშვნელოვანი და არსებითია, განსაკუთრებით ამ მეტად მძიმე და ძნელი გზის საწყის ეტაპზე, დამხვედრი ქვეყნის განწყობა და მიმღებლობა. “ – ნათქვამია ვატიკანში საქართველოს საელჩოს  მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კონცერტზე იტალიურ საგალობლებთან ერთად, ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები გაჟღერდა, რომელიც ქ-ნი ლაურას გუნდის სხვადასხვა ეროვნების მუსიკოსებმა შესანიშნავად შეასრულეს.  კონცერტიდან შემოსული თანხა იეზუიტების ორდენის მიგრანტთა ცენტრების დასახმარებლად გადაირიცხება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები