მაკედონიის უნივერსიტეტში სტუდენტებს ქართული ენის შესწავლის შესაძლებლობა ექნებათ
მაკედონიის უნივერსიტეტში სტუდენტებს ქართული ენის შესწავლის შესაძლებლობა ექნებათ – ინფორმაციას თესალონიკში საქართველოს საკონსულო ავრცელებს. თესალონიკში საქართველოს გენერალურ კონსულ ნოდარ კომახიძესა და მაკედონიის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილეს დიმიტრიოს კირკილისს შორის შეთანხმება შედგა, მაკედონიის უნივერსიტეტში სტუდენტებისა და ყველა მსურველისთვის ქართული ენის შესწავლის შესახებ.
სწავლა მომავალ სასწავლო წელს დაიწყება და ქართული ენის პედაგოგი პროფესორი ნინო ლუკაშვილი იქნება.