„ქართული დღე ვენაში” – ღონისძიება ავსტრიაში

18 სექტემბერს, ვენაში, ავსტრიაში მცხოვრები ქართველის – მაკა ხომერიკისა და ვენის მეშვიდე რიონის მუზეუმის ხელმძღვანელის – მონიკა გრუსმანის ინიციატივით ღონისძიება “ქართული დღე ვენაში” ჩატარდა, ღონისძიებაზე სტუმრებს ჰქონდათ შესაძლებლობა, გაცნობოდნენ ქართულ კულტურას. ინფორმაციას ქართულ- ავსტრიული კულტურის ცენტრი ავრცელებს.

ღონისძიებაზე სტუმრებმა თავად მოამზადეს ქართული ტრადიციული კერძები, დააგემოვნეს ქართული ღვინო და მოუსმინეს ქართულ მუსიკას. ღონისძიებაში ორგანიზაცია ქართულ – ავსტრიული კულტურის ცენტრის დამფუძნებელი და დირექტორი, ავსტრიაში მოღვაწე ქართველი მომღერალი ია ღვინიაშვილი მონაწილეობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები