“ვიბრძვი, ვიბრძვი, ვიბრძვი და ბოლოს უნდა გავიმარჯვო!”

თათია კობალაძე პირველი ქართველი მომღერალია, რომელიც ყაზახეთში, მუსიკალურ კონკურსზე „ვოისი“ იღებს მონაწილეობას, პირველი ტური თათიამ დიდი წარმატებით გაიარა. იყო „სულიკო,“ ცრემლიანი ჟიური, განსაკუთრებული ოვაციები და ემოციები, ქართველი გოგონას ნამღერის ათასობით გაზიარება სოციალურ ქსელებში და დიდი მოლოდინი – ახლა მთავარია რა იქნება შემდეგ ეტაპზე.

„ქართული კვირა“ თათია კობალაძეს ყაზახეთში დაუკავშირდა, მან სიამოვნებით გაგვიზიარა შთაბეჭდილებები და თავისი განწყობა – რაც საკონკურსო პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„რომ არა ნინო შალამბერიძე მე დღეს აქ არ ვიქნებოდი, ის ჩემი პროდიუსერია, სწორედ  ნინოს დამსახურებაა ეს წარმატება, წლების წინ ჩვენ გვქონდა ყაზახურ კონკურსზე საუბარი და ახლა როდესაც გამოჩნდა ეს შანსი ნინო სრულიად უანგაროდ დამეხმარა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი მას.”

სულიკოსა და ცრემლიანი ჟიურის შემდეგ  ბრძოლის ჟინი გაორმაგდა „აუცილებლად უნდა მოვიგო, მინდა ქართველ მომღერლებს ვუთხრა – არასოდეს არ დანებდნენ, ვიბრძვი, ვიბრძვი და უნდა გავიმარჯვო, ეს არის ჩემი მიზანი, იბრძოლეთ წარმატებისათვის და აუცილებლად მიაღწევთ – პროექტის პროდიუსერი დინარა ადამსია – ძალიან მაღალ დონეზე აკეთებენ ყველაფერს, რომ ჩამოვედი თავად მითხრეს რომ პირველივე ეტაპზე შემესრულებინა ქართული სიმღერა – რადგან  შენ ხარ ერთადერთი  ქართველი ამ კონკურსზე და წარმოადგენ შენს ქვეყანასო, ამიტომ  დავიწყე „სულიკო“ და შემდეგ  უკვე  გავაგრძელე ცნობილი ამერიკული ჰიტი “Hallelujah”.

„მთავარი რაც მინდა ვთქვა – დიდი მადლობა ვუთხრა ჩემს ოჯახს და ჩემს მეუღლეს – ეს ადამიანი ჩემი სული ნაწილია – მისი მხარში დგომის გარეშე მე დღეს ის ვერ ვიქნებოდი, რაც ვარ. ასევე, რომ არა სამშენებლო კომპანია “ელდ ბილთინგი”, ბათუმის კულტურის სამინიტრო და ახალგაზრდული ცენტრი დღეს ყაზახეთში ვერ მოვხვდებოდი”.

პირველი და მთავარი შთაბეჭდილება შედგა – თათია კობალაძემ ყაზახები მოხიბლა, დაველოდოთ შემდეგ ტურებს, მთავარი კი მომღერლის განწყობაა, რომელიც „ქართულ კვირას“ ამ სიტყვებით დაემშვიდობა „ჩემს ქვეყანას აუცილებლად ჩამოვუტან ერთხელ რომელიმე ქვეყნიდან „ვოისს“ აუცილებლად” !

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები