მერაბ ბერძენიშვილი – ქანდაკებით უკვდავყოფილი ისტორია

ძნელია საქართველოში მოიძიო ადგილი, სადაც მისი შექმნილი ქანდაკება არ დგას, ქართველი მოქანდაკე, ფერმწერი და გრაფიკოსი – მერაბ ბერძენიშვილი ძირითადად  მონუმენტური ქანდაკების დარგში  მუშაობდა.  დღეს ქართული ქანდაკების ისტორია მისი სახელის გარეშე წარმოუდგენელია, მერაბ ბერძენიშვილის წარმატება ქართველი მწერლის – დავით გურამიშვილის ქანდაკების შექმნიდან იწყება, ის რაც მაშინ ბერძენიშვილმა შექმნა გახდა ახალი  ეპოქის საწყისი. შინაგანი დრამატიზმი და ემოცია – აი რა იყო მოქანდაკის  ნამუშევრების მთავარი მახასიათებელი და ხიბლი, რომლითაც ხელოვანი ისტორიას უკვდავყოფდა.  წლების შემდეგ მერაბ ბერძენიშვილი იხსენებდა: „გურამიშვილი მისი პოეზიაა. მე სწორედ ეს ავიღე და პლასტიურ ენაზე გადავთარგმნე მისი წამება, ტანჯვა, გოდება საკუთარი ბედისწერისა და სამშობლოს ხვედრის გამო“ ამ სიტყვებში ნათლად  ჩანს თუ რატომ არის მერაბ ბერძენიშვილის ნამუშევრები ასე გამორჩეული…

მისი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნამუშევრები: „დავით გურამიშვილი“(თუჯი, 1965, თბილისი), „გიორგი სააკაძე“(ბრინჯაო, 1971, კასპი), „მედეა“(ბრინჯაო, 1968, ბიჭვინთის საკურორტო კომპლექსი), „მუზა“(ბრინჯაო, 1971, თბილისი), „კიდევაც დაიზრდებიან“ (ბრინჯაო, 1975 მარნეული),”ლაოსის მეფის მონუმენტი” (ბრინჯაო, 1975, ვიენტიანი, ლუანგპრაბანგი). პორტრეტები: ქართველი ქალი(ხე, 1958), ლადო ქოქიაშვილი (ბრინჯაო, 1958), კოტე მარჯანიშვილი (დიურალუმინი, 1966, თბილისი მეტროს სადგური „მარჯანიშვილი“).

მერაბ ბერძენიშვილი საქართველოს დამსახურებული მხატვარი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორი, ხელოვნების ქურუმი და თბილისის საპატიო მოქალაქე იყო, ის ასევე ათობით საერთაშორისო ჯილდოსა და პრემიის მფლობელი იყო, 1995 წელს კი დიდგორის სკულპტურულ-არქიტექტურული მემორიალის შექმნისათვის, არქიტექტორ თამაზ გაბუნიასთან ერთად  საქართველოს სახელმწიფო პრემია მიენიჭა

17 სექტემბერი მერაბ ბერძენიშვილის გარდაცვალების დღეა…

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები