,,სადაც არ უნდა ვიყო და რასაც არ უნდა ვაკეთებდე, ყოველთვის ვცდილობ პოპულარიზაცია გავუწიო ჩემს ქვეყანას და ყველაფერს ქართულს“

ვიდეობლოგის სტუმარი ნათია ნინიძეა. ის გერმანიაში, ბერლინში ცხოვრობს. პროფესიით დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის მაგისტრია, გერმანული ენის სპეციალობით. ამჟამად დეფ ჯგუფის შესყიდვების განყოფილების გენერალური მენეჯერია, მოდისა და ტექსტილის სფეროში. ის ასევე ფონდის ,,დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის” ერთ-ერთი უფლებამოსილი წარმომადგენელია გერმანიის რესპუბლიკაში და ქართულ პროექტებშია ჩართული.

,,სადაც არ უნდა ვიყო და რა სფეროში არ უნდა ვმოღვაწეობდე, ყოველთვის ვცდილობ პოპულარიზაცია გავუწიო ჩემს ქვეყანას და ყველაფერს ქართულს. ბავშვობაში, მაშინ როცა საქართველოს როგორც დამოუკიდებელ ქვეყანას ნაკლებად იცნობდნენ, ქართული ცეკვით ვახდენდი ჩემი ქვეყნის გაცნობას მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში. შემდეგ კი, როგორც ქართველი სტუდენტი გერმანიაში, თავს ვიწონებდი ჩემი ქვეყნის ტრადიციებით. მოგვიანებით საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს რუდუნებით ვუხსნიდი და ვაწონებდი ყველანაირ ქართულს და ეს მაშინ როცა ტურიზმი ჩვენს ქვეყანაში იწყებდა განვითარებას, როცა ჯერ კიდევ გაუმართავი ინფრასტრუქტურაც სტუმრისთვის მოსაწონად უნდა გექცია, სამშობლოს სიყვარულით ამ ყველაფერს ვახერხებდი. დღეს კი, უკვე სამშობლოდან შორს  ვცდილობ ჩემს შვილს  ზუსტად მივაწოდო სამშობლოს სიყვარულის განცდა, შევაყვარო ქართული ენა და უძველესი დამწერლობა.

ზუსტად ვიცი, როცა გაიზრდება იამაყებს თავისი სამშობლოთი და მე კი მისით, რომ ეს ერთად შევძელით. სწორედ იმიტომ, რომ ბევრი გვეკითხა ქართულად და ეს მუხტი მომავალი თაობისთვის გადაგვეცა, ,,დიასპორების ალიანსი საქართველოს“ ფარგლებში დავაარსეთ კლუბი “იკითხე ქართულად”, სადაც ვუკითხავთ, ვკითხულობთ და ვამაყობთ ქართული ენით“- ამბობს ინტერვიუში ნათია.

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები