,,ვქმნი სამყაროს, სადაც სინათლე, სიკეთე და სიმშვიდეა’’

ვიდეობლოგის სტუმარი ახალგაზრდა ხელოვანი სოფო მაღალაშვილია. ამჟამად ის ბუდაპეტში ოჯახთან ერთად ცხოვრობს და სწავლობს Hungarian university of fine arts-ში, კომპიუტერულ გრაფიკაზე. სოფო მესამე კურსის სტუდენტია. მთელი მისი ოჯახი ამ სფეროსთანაა დაკავშირებული. 2 წლიდან ხატავს და დღეს უკვე საკუთარი, ორიგინალური ხატვის სტილი აქვს.

,,11 წლის ვიყავი, როდესაც ბუდაპეშტში ჩამოვედი დედასთან ერთად  (მხატვარი თამარა ბარნოვი) და აქ დავსახლდით. ხატვა 2 წლიდან დავიწყე. 13 წლის ასაკში გამოვცადე აკრილში და ზეთში ხატვა. შემდეგ უფრო ზეთში ხატვამ გამიტაცა. 18 წლის ასაკში საკუთარი ხატვის სტილი ვიპოვე. სანამ  ნახატს ზეთში დავხატავ, ჯერ A5 ზომა ფურცელზე გადმოვცემ იმას, რასაც ვგრძნობ. სამი დღე მჭირდება ფანქარში ხატვისთვის. შემდეგ ნახატი ტილოზე გადმომაქვს, იგივე გრძნობებით და იგივე მონდომებით. ტილოზე ხატვის პროცესი სამი კვირა გრძელდება. ჩემს ნახატებში ხშირია გეომეტრიული ნახაზები, რაც კომფორტულობას უსვამს ხაზს. ხაზების გარეშე ნახატი სხვანაირია. ვქმნი სამყაროს, სადაც სინათლე, სიკეთე და სიმშვიდეა.

ჩემთვის წარმატებაა, როდესაც სრული თავისუფლებით ქმნი და საკუთარ თავთან გულახდილი ხარ. ამჟამად ვმუშაობ ფერწერებზე და იმედია მალე მზად ვიქნები ახალი პერსონალური გამოფენისათვის. საკუთარი ვებგვერდზე ვმუშაობ და იმედი მაქვს მალე მზად იქნება. ამ გვერდზე განთავსებული იქნება, როგორც ფერწერები და გრაფიკები ასევე ფოტონამუშევრები. იმუშავებს museum shop სტილის მაღაზია სადაც ჩემი ნახატების ლიმიტირებული პრინტებს და სხვა საინტერესო ნივთებსაც შევთავაზებ ვიზიტორს“ – ამბობს სოფო ინტერვიუში.

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები