თბილისს საერთაშორისო  კომპანია APL- ის ოქროს ამბასადორი ესტუმრა

როგორ გავხდეთ მილიონერი – თბილისს საერთაშორისო  კომპანია APL- ის ოქროს ამბასადორი ესტუმრა. ნებისმიერ მსურველს ეძლევა საშუალება დარეგისტრირდეს მის უფასო მასტერკლასზე და შეისწავლოს ბიზნესი, რომელიც შეიძლება აკეთო ნებისმიერ ასაკში, ნებისმიერი განათლებით და მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.

მოგვიყევით თქვენს შესახებვინ არის ევგენია ნოვიკოვა, საიდან დაიწყო და როგორ მიაღწია ასეთ სიმაღლეს?

– მე მრავალშვილიანი ოჯახიდან ვარ, სოფელში ვცხოვრობდი,  მშობლები მიწაზე მუშაობას მასწავლიდნენ, მაგრამ მივხვდი, რომ ჩემი არ იყო ყოველ დილით მამლებთან ერთად გაღვიძება, მთელი დღის შინაურ ცხოველებთან, ან მინდორში გატარება, მე უფრო კულტურული ცხოვრება მინდოდა. ამიტომ, მშობლების მონდომების მიუხედავად, ქალაქში ცხოვრება ვარჩიე. მაღაროში ბუღალტერიაში დავიწყე მუშაობა, მალე დამაწინაურეს და 24 წლის ასაკში უკვე მთავარი ბუღალტერი ვიყავი.

როცა 33 წლის ვიყავი, ჩემს ოჯახში ტრაგედია დატრიალდა. მაღაროში ავარია მოხდა. 7 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ჩემი მეუღლეც იყო. ორი თვის მერე კი ჩემი და და სიძე ავარიაში დაიღუპენ. მათ 2 წლის შვილი დარჩათ, რომელიც საკუთარი შვილივით გავზარდე.

ბუღალტერის ხელფასი არცთუ ისე დიდი იყო და აღარ გვყოფნიდა, ამიტომ, ოჯახის შესანახად, ბიზნესით დავკავდი. ვყიდდი ხალათებს, ვაშლებს, წინდებს, კვერცხებს, პარკებს… შემდეგ მივხვდი, რომ ჩემთვის უფრო მომგებიანი იქნებოდა რამდენიმე პუნქტის გახსნა და დისტრიბუტორების დაქირავება. მაშინ ეს პატარა ქსელს ჰგავდა.

1998 წელს ბავშვები წავიყვანე იალტაში დასასვენებლად. ჩვენ თან ვმუშაობდით და თან ვისვენებდით – პლაჟზე ვყიდდით ნაყინს, პარკებს, სასმელებს. ერთხელაც, როცა პატარა მაღაზიაში შევედი პროდუქციის შესათავაზებლად, გამყიდველმა მითხრა, რომ ასევ მუშაობა აღარაა მოდაში და ფულის  გამომუშავება  გაყიდვის გარეშეც შეგიძლიაო და მაღაზიის მეპატრონესთან გამაგზავნა.

პირველად მაშინ გავიგე ქსელური მარკეტინგის შესახებ. მალე კინოთეატრ „სატურნში“ ბიზნეს სემინარი  გაიმართა, სადავ ვნახე ადამიანები, რომლებიც იღიმებოდნენ, იცინოდნენ, ყვებოდნენ თავიანთ ისტორიას, ისინი ბედნიერებას ასხივებდნენ. ეს ყველაფერი ჩემი აზროვნების ფარგლებს სცდებოდა. მაგრამ იყო რაღაც, რამაც მიმიზიდა. ნოემბერში უნგრეთში გაიმართა სამდღიანი ფორუმი 10 ათასი ადამიანისთვის, სადაც მეც მიმიწვიეს. ფული ვისესხე და წავედი. ეს ჩემი ცხოვრების გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდა. იქ მოვისმინე ადამიანების ისტორიები, რომლებიც ჩემი სულის სიღრმეებს შეეხო. ისინი გამოდიოდნენ სცენაზე. ვნახე ქვითრები, ვნახე მილოცვები და ვერ ვიჯერებდი, რომ საერთოდ, ცხოვრებაში ასეთი რამ ხდებოდა. იმ დღიდან ვოცნებობდი სცენაზე ავსულიყავი და მათ მსგავსად წინა რიგებში ვყოფილიყავი.

როგორც ხედავთ ოცნება ავიხდინე, APL- ის არცერთი დიდი შეკრება არ ტარდება მე სცენაზე რომ არ ვიდგე.

უამრავი ადამიანია ჩართული ქსელურ ბიზნესში, მაგრამ მილიონიანი ჩეკის მოპოვებას ყველა  ვერ ახერხებს. მოგვიყევით თქვენი საიდუმლო

– ეს ძალიან მარტივია, უბრალოდ, ქსელური მარკეტინგი ჩემი ცხოვრების წესია. ამას ყველა არ აკეთებს. სწორად უნდა დაალაგო პრიორიტეტები. მე ოთხი შვილი უნდა გამეზარდა, ვეძებდი შესაძლებლობას, ამიტომ, როცა ვიპოვე ჩავეჭიდე და სხვა აღარაფერი მაინტერესებდა. რა თქმა უნდა, თავიდანვე ასეთ თანხებს ვერ გამოიმუშავებ. ძველი კომპანიები მძიმე ფორმატის მარკეტინგს გთავაზობენ – დიდი შესყიდვები და პატარა პროცენტი, კომპანია APL კი 63 % – ს იხდის, ამიტომ იგივე პირობებში, ამ კომპანიაში, უფრო მეტის გამომუშავება შევძელი და მალევე გავხდი პირველი.

თქვენი კარიერა უკავშირდება ბიზნესს, რომელიც შეიძლება აკეთო ნებისმიერ ასაკში, ნებისმიერი განათლებით და მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდანსად შეიძლება ამის სწავლა?

– სწავლა მხოლოდ პირადი გამოცდილებით შეიძლება. ნახეთ რა ხდება – ჩვენ ადამიანებამდე მიგვაქვს მხოლოდ იდეა, ზოგს მოსწონს ეს და ზოგს არა, მაგრამ აქ საქმე იდეაშიც არაა, მთავარია ამ იდეას როგორ მიაწვდი. რატომაა, რომ ქსელური კომპანიების უმრავლესობა პირველივე წელს იშლება? იმიტომ, რომ ადამიანები მათ სერიოზულად არ იღებენ, მათ საუბარს დამაჯერებლობა აკლია. ვთვლი, რომ მთავარი რაც უნდა ისწავლო არის უარის სწორად მიღება. გახსოვდეთ, რომ თქვენს ხელშია ინსტრუმენტი, რომელის საშუალებითაც შეგიძლია  მილიონი დოლარი გამოიმუშაო. თუ ვინმე იცინის, ანდა მზად არაა სერიოზულად აღიქვას ინფორმაცია, ის თავის თავს სჯის, თქვენ თქვენი მიზნისკენ წადით, ვინ უარი გითხრათ აჩვენეთ მათ თქვენი ქვითრები და უთხარით – მე ხომ შენ გიხმობდი, მაგრამ შენ იცინოდი…

მოგვიყევით ორი სიტყვით იმ კომპანიის შესახებ, რომელშიც მოღვაწეობთ

– პირველად ჩვენი კომპანიის ახალგაზრდა, ამბიციური ხელმძღვანელი სერგეი კულიკოვი უნდა გაგაცნოთ. მან 21 წლის ასაკში პირველი მილიონი ევრო გამოიმუშავა. ეს მასშტაბური აზროვნების ადამიანია ძლიერი ბიზნეს ალღოთი.

სერგეი ეძებდა პროდუქტს რომელიც ყველას დაჭირდებოდა, 100 %  ით სასარგებლო იქნებოდა, მაგრამ მალე დამთავრდებოდა და მას ისევ და ისევ იყიდიდნენ  და მან ის იპოვა. უფრო სწორად იპოვა ტექნოლოგია, რომელიც გამოისყიდა და დანერგა აკუმულირებულ დრაჟეში – ეს Acumullit SA ტექნოლოგიაა.

საბოლოოდ ჩვენ მივიღეთ პროდუქტი, რომელიც რუსეთში სერთიფიცირებულია როგორც საკვები პროდუქტი, ხოლო ამერიკაში, როგორც ბიოლოგიურად აქტიური დანამატი. არსებითად ჩვენ შევქმენით უნიკალური, მომენტალური მოქმედების დრაჟეები.

ბიოლოგიურად აქტიური დანამატების მსგავსად დრაჟეს შემადგენლობაშია მცენარეული ნაკრები, მაგრამ მსგავსება აქ მთავრდება და იწყება Acumullit SA ტექნოლოგიის მაგია.

ცნობილია, რომ ყველაზე სასარგებლო ახალი მოწყვეტილი კენკრა, ან ხილი, ან ბოსტნეულია. მაგალითად, სანამ ვაშლი ჯერ კიდევ ხეზეა, იგი მიწის უარყოფით მუხტის მატარებელია, ეს ენერგია მოწყვეტისთანავე იწყებს გაქრობას, რამდენიმე წუთის შემდეგ ვაშლი სასარგებლო მიკროელემენტების ნაკრებად იქცევა, ოღონდ მიწის ენერგიის გარეშე. Acumullit SA – ს ტექნოლოგიით, მცენარეულ ნაკრებს უბრუნდება მიწის ენერგია და თითქოს ამ მდგომარეობაში ხდება მისი კონსერვირება.

როდესაც ამ დრაჟეს ენის ქვეშ ვიდებთ უარყოფითად დამუხტული მიკროელემენტები მომენტალურად შეიწოვებიან სისხლში და იწყებენ ავადმყოფი უჯრედების ძებნას. ამ პროცესის ახსნა სკოლის ფიზიკითაც შეიძლება. პლუსი და მინუსი ყოველთვის იზიდავს ერთმანეთ, ხოლო მინუსი და მინუსი პირიქით – განიზიდავს და ვინაიდან ორგანიზმში ჯანმრთელი უჯრედი ყოველთვის უარყოფითად იტვირთება, ავადმყოფი კი დადებითად, ჩვენ მივიღეთ ნამდვილი მაგია – აკუმულირებული დრაჟე, რომელიც დაავადებულ უჯრედებს სასარგებლო მიკროელემენტებით კვებავს. ანუ, მცენარეული ნაკრების მომზადების მეთოდი კი არა, არამედ უჯრედებში მიკროელემენტების მიწოდების მეთოდი შეიცვალა. ბიოლოგიურად აქტიური დანამატის შემთხვევაში ამაზე კუჭი და ღვიძლი აგებს პასუხს, ხოლო ჩვენს შემთხვევაში ამაზე პასუხს უარყოფითი მუხტი აგებს,  და ამას ათჯერ უფრო სწრაფად და ეფექტურად აკეთებს.

– როგორც ჩვენთვის ცნობილია თქვენ თბილისში პირველად ხართ. რა არის თქვენი ჩამოსვლის მიზანი?

– ჩემი მიზანია ქართული ბაზრის დაპყრობა. მინდა აქ ვიპოვო რამდენიმე ლიდერი, რომელთან ერთადაც განვაგრძობთ მუშაობას.

სად შეიძლება დარეგისტრირდეს მომხმარებელი, რომელსაც თქვენი მასტერკლასის გავლა სურს?

– თითოეულ მსურველს შეუძლია დამიკავშირდეს ნომერზე +79060334860 WhatsApp – ის მეშვეობით, მე მათ მივაწვდი zoom- ის ლინკს, რომლის საშუალებითაც შემოუერთდება მასტერკლასს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები