ჩინური გამოცემა საქართველოს ბიზნესგარემოს შესახებ წერს 

საქართველოს საელჩოსა და ინტერნეტ პლატფორმა Victwo-ს (China`s Leading Outbound Investment Facilitator) შორის არსებული თანამშრომლობის შედეგად, Victwo-ს ორენოვანი (ჩინურ-ინგლისური) ჟურნალის ივნისის თვის გამოცემის დიდი ნაწილი, დაეთმო საქართველოში ხელსაყრელ ბიზნეს გარემოს, ქვეყნის საერთაშორისო რეიტინგებს და სხვა მნიშვნელოვან ეკონომიკურ მიმართულებებს.

მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების მიხედვით, აღნიშნულ ინტერნეტ პლატფორმაზე სისტემატურად გამოქვეყნდება მასალები საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის, ასევე ბიზნესისა და ტურიზმის შესაძლებლობების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები