ჰონგ-კონგში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა 

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „Meiburg Wine Media” ორგანიზებით, ქართული ღვინის დეგუსტაცია ჰონგ-კონგში ღვინის ადგილობრივი პროფესიონალებისთვის გაიმართა.

ღონისძიებას „Meiburg Wine Media”-ს ხელმძღვანელი, ღვინის მაგისტრი დებრა მეიბურგი უძღვებოდა, რომელმაც მონაწილეებს დეგუსტაციის პარალელურად, ქართული ღვინის ისტორია, თანამედროვე და ტრადიციული მეღვინეობის ტექნოლოგიები გააცნო.

სპეციალური პრეზენტაცია მოიცავდა ინფორმაციას მრავალფეროვანი ქართული ვაზის ჯიშებისა და საქართველოს მეღვინეობის რეგიონების შესახებ.

აღნიშნული დეგუსტაცია, „ქართული ღვინის თვის“ ფარგლებში გაიმართა, რაც „Meiburg Wine Media”-ის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ღონისძიებას მოიცავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები