საამაყო ქართველი ექიმები აშკელონის საავადმყოფოდან

ისრაელში საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია, საქართველოში ისრაელის ორგზის ელჩ, აშკელონის მკვიდრ, შაბთაი ცურთან ერთად, აშკელონის საავადმყოფოში მომუშავე 12  ქართველ ექიმს შეხვდა და თავისი აღფრთოვანება საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გაგვიზიარა.

„საოცარი სიამაყით სავსე დილა მაქვს – აშკელონის საავადმყოფოს ხელმძღვანელობა, პროფესორები, განყოფილების გამგეები, მედპერსონალი, ჩემთან საუბრისას ერთმანეთს ასწრებდნენ საავადმყოფოში მომუშავე თორმეტი ქართველი ექიმის ქებას და მათი მაღალი პროფესიონალიზმის და დიდი ადამიანური თვისებების გამო, საქართველოზე მადლობის თქმას!

ბოლო პერიოდში განვითარებული მძიმე მოვლენების დროს ეს საავადმყოფო ცეცხლის წინა ხაზზე იყო და აქ მომუშავე მედ-პერსონალს სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიშ ვითარებასთან ერთად, მძიმე ფსიქოლოგიურ გარემოში უწევდათ მუშაობა. ვთხოვე ჩვენი ქვეყნის დიდ მეგობარს, საქართველოში ისრაელის ორგზის ელჩს, აშკელონის მკვიდრს, ბატონ შაბთაი ცურს, ერთად შევხვედროდით ჩვენი ქვეყნის საამაყო შვილებს:

ნინო კიკნაძე;

ვასილ ხაჩიაშვილი;

ზურაბ ზაქარიაშვილი;

საბა რეხვიაშვილი;

გიორგი გოგოძე;

თეონა ეჯიბაშვილი;

გიგა ნადირაძე;

თამთა კაპანაძე;

სერგი არსენიძე;

ქეთევან გიორგაძე;

ავთანდილ გრძელიძე;

დიანა გოგბერაშვილი.“ – წერს საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები